23 April 2012

ქართული ცეკვა


ართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.


ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის (,,შუშპა’’) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათსწლეული) - ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმული ტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო. ასე შეიქმნა საცეკვაო-პანტომიმა - ფართოდ გავრცელებული ცეკვა ,,ხორუმი’’.

ბაგინეთის გათხრების დრო აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. 

No comments:

Post a Comment