ქართული ცეკვაქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.
ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის (,,შუშპა’’) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათსწლეული) - ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმული ტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო. ასე შეიქმნა საცეკვაო-პანტომიმა - ფართოდ გავრცელებული ცეკვა ,,ხორუმი’’.
ბაგინეთის გათხრების დრო აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
ქართული ცეკვები
ქართული ცეკვის ისტორია,მოცეკვავები,ქართული ცეკვის სახეობები,სვლები.ავტორი:მარიამ ლაგაზაური
30 April 2012
23 April 2012
ქართული ცეკვა
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.

16 April 2012
საქართველოს ისტორია
"ეს საკონსტიტუციო ცვლილება იმისთვის მოიფიქრეს, არ უნდოდათ ეჩვენებინათ, დავმარცხდით და ივანიშვილს მოქალაქეობა აღვუდგინეთო"
Subscribe to:
Posts (Atom)